თავში

სავაჭრო ცენტრებს საგადასახადო შეღავათები არ შეეხებათ

სავაჭრო ცენტრებს საგადასახადო შეღავათები არ შეეხებათ
სავაჭრო ცენტრებს საგადასახადო შეღავათები არ შეეხებათ

გასული წლის განმავლობაში მოლები 5 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ და ქონების გადასახადის გადახდას სექტორი უსამართლობად მიიჩნევს, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრებს საგადასახადო შეღავათები არ შეეხებათ. ნათია თურნავა ამბობს, რომ ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება. მინისტრის თქმით, სექტორი საახალწლოდ მუშაობდა და სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით ბევრად შემოსავლიანია.  თურნავა დარწმუნებულია, რომ სავაჭრო სექტორს შეუძლია მოიკრიბოს ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა. ამიტომაც მინისტრი ამბობს, რომ ვაჭრობის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათი არც განიხილება. 

მინისტრის შეფასებით, მოსახლეობაში ვაჭრობის მოთხოვნა დიდია და ამიტომ ინდუსტრია სწრაფად შეძლებს აღდგენას. ის თვლის, რომ გასული წლებისგან განსხვავებით 2021 წლის თებერვალი სექტორისთვის შემოსავლიანი იქნება.
„ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ სავაჭრო ინდუსტრია. პანდემიამდე ვიცით, რომ თებერვალი მკვდარი თვე იყო. თუმცა პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულია. მოსახლეობაში დაგროვილია პროდუქტის შეძენის საჭიროება და გადააწყობს თავის ქცევას და მივა სავაჭროდ. ბევრი საჭიროება დაგროვდა - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ოჯახები, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხის ზომა სწრაფად ეზრდებათ და უნდა შეუცვალონ ფეხსაცმელი, ასეთი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმშია და თებერვალიც საკმაოდ აქტიური იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესი შემდეგი მოთხოვნებით მივიდა: 1. პირველი თებერვლიდან მუშაობა ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით იყოს შესაზლებელი, 2. დაწესდეს შეღავათები ქონების გადასახადზე, 3. აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 4. გადაიწიოს „კომენდანტის საათი". სექტორი ასევე მათთვის ანტიკრიზისული პაკეტის შექმნას ითხოვს.

დაზუსტდა მოთხოვნები სავაჭრო ობიექტებისთვის: ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.

რაზე შეუთანხმდა სავაჭრო სექტორი მთავრობას, ანუ რა მოთხოვნები დაუკმაყოფილა ხელისუფლებამ ბიზნესს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system