თავში

სავალუტო ჯიხურების ბრუნვა შემცირდა

​სავალუტო ჯიხურების ბრუნვა შემცირდა
სავალუტო ჯიხურების ბრუნვა შემცირდა

 „ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურების ბრუნვა მინიმუმ 10-ჯერ შემცირდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 944 სავალუტო ჯიხური მუშაობდა, ხოლო 2020 წელს მათი რაოდენობა 150 ერთეულით შემცირდა და ბაზარზე ამჟამად  794 სავალუტო ჯიხურია დარჩენილი. 

ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ცნობით, ბაზარს მცირე ზომის კომპანიები კიდევ დატოვებენ. იქამდე, სანამ ქვეყანაში ბიზნესი სრული დატვირთვით არ ამუშავდება და კონვერტაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, ვალუტის გადამცვლელი ობიექტები მდგომარეობის გამოსწორებას არ ელიან.

ცნობისთვის,"დიდი ლოკდაუნის" დროს სავალუტო ჯიხურები საქართველოში 31 მარტიდან 8 ივნისამდე არ მუშაობდნენ. 8 ივნისისთვის, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებდა და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურებოდა. სექტორი 4000 მდე ადამიანს ასაქმებდა. ამჟამად სექტორშის მოცულობა, მისი ბრუნვაც, დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system