თავში

სავალუტო ჯიხურების გახსნის თარიღი კვლავ უცნობია

სავალუტო ჯიხურების გახსნის თარიღი კვლავ უცნობია
სავალუტო ჯიხურების გახსნის თარიღი კვლავ უცნობია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ვერ ამბობს, როდის გაიხსნება სავალუტო ჯიხურები. როგორც გვენეტაძემ განაცხადა, საკითხზე გადაწყვეტილებას არა სებ-ი, არამედ საქართველოს მთავრობა იღებს.

“ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის რომელიმე სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების გახსნის ან დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არის მიღებული იმ ჩარჩოში, რომელიც COVID-19-თან გამკლავებას ეხება. ეს გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ამ სექტორთან, ასევე, ხელისუფლებასთან და როგორც კი სიახლე გვექნება, გავაცნობთ მას მოსახლეობას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტიდან შეიზღუდა და ამ დრომდე დახურულია.

 შეგახსენებთ, დღეს პემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის გახსნა დააანონსა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება. ასევე, განახლდა მოლების, რესტორნების და სხვა ობიექტების ამუშავების გრაფიკიც.

● 29 მაისი - აღდგება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსები, ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები";

● 1 ივისი - გაიხსნება მოლები, ყველა კატეგორიის მაღაზია, ღია სივრცის რესტორნები.

● 8 ივნისი - გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.

ცნობისთვის, 15 ივნისიდან საქართველოში იხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1-ლი ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system