თავში

სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე

სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე
სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისტორიული მაქსიმუმის სავალუტო რეზერვები ლარს გაუფასურებისგან დაიცავს, თუმცა ეროვნული ბანკი ასეთი გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს. ფინანსური სფეროს წამყვანი სპეციალისტი, მკვლევარ-ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ სებ-ს თავისუფლად შეუძლია არსებული რეზერვების საშუალებით კურსი 3-იან ნიშნულზე ჩამოიყვანოს ან თუნდაც მიუახლოვოს ამ მაჩვენებელს, რასაც მისი თქმით, შეგნებულად არ აკეთებს. 

ნიკა შენგელია ამავე დროს რეზერვების რეკორდული ზრდის მიზეზსაც განმარტავს.

,,დონორებისგან გამოყოფილი ფინანსური რესურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს მოსალოდნელი იყო. ის დახმარებები და სესხები, რაც უცხოურმა ორგანიზაციებმა საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად გამოყვეს, მიიმართება ეროვნულ ბანკში. ცხადია, ასეთ პირობებში თავისუფლად შეიძლებოდა ლარი გამყარებულიყო, მაგრამ რატომღაც ინარჩუნებენ მაღალ კურსს, რომელიც თავისთავად განაპირობებს მომსახურებასა და პროდუქტებზე ფასების ზრდას. კურსი, რომელიც დღეს გვაქვს, უჭირავს ეროვნულ ბანკს, ყოველდღიურ სავალუტო ვაჭრობაში არის ჩართული და არც მალავს ამ ფაქტს, თუკი მოთხოვნა ჩნდება უცხოურ ვალუტაზე, ამ რეზერვებიდან გამოაქვს და ჰყიდის. გაამყარებს თუ არა ლარს, სებ-ის გადასაწყვეტია. მოსახლეობაც მიეჩვია ასეთ მაღალ კურსს, შესაბამისად, ფასებიც ამ კურსის მიხედვით დასტაბილურდა და არც სებ-ი ცდუილობს, რომ ამაზე მეტად გაამყაროს ლარი. საბოლოოდ, რეზერვებიდან გამომდინარე, ველდოები, რომ ეროვნული ვალუტის კურსი 3,20-3,25-იან მაჩვენებელს მიაღწევს", - ამბობს ნიკა შენგელია.

რაც შეეხება სესხების სპეციალური უფლებების (SDR)  შემცირებულ მაჩვენებელს (199.9 მლნ-მდე), ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა იგულისხმებოდეს სესხის გადავადება და რესტუტურიზაცია, მათ შორის, გერმანული ბონდების სესხი, რომელიც 2013 წელს აიღო მთავრობამ და წელს უნდა დაეფარა ანუ საუბარი იყოს სესხის გადავადებაზე ან საშეღავათო პირობების გადახედვაზე.

ცნობისთვის, საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 1 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანა 3.93 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობს, ზრდა ბოლო 1 თვეში 91.6 მლნ დოლარია. წლიურად 235.1 მლნ-ს აღემატება (+ 6.3%).

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $329,65 მლნ გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system