თავში

სავარაუდოდ მივიწყებული ეკონომიკური განვითარების გეგმა განახლდება

სავარაუდოდ მივიწყებული ეკონომიკური განვითარების გეგმა განახლდება
სავარაუდოდ მივიწყებული ეკონომიკური განვითარების გეგმა განახლდება

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობა აუცილებლად მიუბრუნდება ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ზე მომუშავე მეცნიერი, აკადადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აცხადებს, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

,,ეჭვიც არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილი საკუთარი მმართველობის პერიოდში შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმას დაუბრუნდება. ამ დოკუმენტზე უკეთესი გეგმა, ბოლო წლების განმავლობაში არ შემუშავებულა. ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც შემუშავდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, მეცნიერებთან ერთად. სამწუხაროდ, ეს პროგრამა იგნორირებული იქნა შემდეგში, არადა უაღრესად საინტერესო, კონკრეტულ პერიოდებზე გათვლილი პროგრამა იყო, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. მთავარია, რომ განახლების ძირითადი გეგმა არსებობს, რაც ორიენტირი იქნება ახლად დაკომპლექტებული მთავრობისთვის.  ეს გეგმა გულისხმობდა რეალური სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას. მართალია, ყველა პრემიერი საკუთარი პროგრამით ხელმძღვანელობდა, მაგრამ მისი ტოლფასი რეალურად არც ერთი არ იყო“, -ამბობს ავთო სილაგაძე.

მისი შეფასებით, ეკონომიკური განვითარების გეგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში გაანალიზებული და სიღრმისეულად გაშლილია ეკონომიკის ყველა მიმართულება, განსაკუთრებით რეალური სექტორის განვითარების პერსპექტივა, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.

,,საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მასში 2020 წლამდე ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება იყო გათვლილი, როგორ უნდა განვითარებულიყო და ამას მოჰყვებოდა ანალიზი, როგორ განვითარდებოდა ქვეყანა. შეიძლება გარკვეული ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კარგი პროგრამა სხვა არც ერთი ყოფილა. ახლა, როდესაც ღარიბაშვილი ისევ ქვეყნის პრემიერია, შეიძლება ეკონომიკური გეგმა გაცოცხლდეს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მისი გამოყენება ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ცხადია, შეიცვლება, მაგრამ რა ფორმით დაკორექტირდება იგი, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, - აცხადებს აკადემიკოსი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე კომისია შეიქმნება. 

,,ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system