თავში

საზოგადოება ჯანდაცვის უპირველეს პრობლემად წამლების სიძვირეს ასახელებს

საზოგადოება ჯანდაცვის უპირველეს პრობლემად წამლების სიძვირეს ასახელებს
საზოგადოება ჯანდაცვის უპირველეს პრობლემად წამლების სიძვირეს ასახელებს

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით გამოკითხულთა 58% ნაწილობრივ კმაყოფილია, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, 13% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 9% ძალიან უკმაყოფილო. 54% სამედიცინო დაწესებულებებს ნაწილობრივ ენდობა.


კვლევაში გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებული ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია, ხოლო 24%-ს მიაჩნია, რომ პრობლემა ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

გამოკითხულთა 54%-ს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს, ხოლო 50% ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში იყო შემთხვევა, როცა წამალი უსახსრობის გამო ვერ იყიდა. 90%-სთვის სამედიცინო დაწესებულება მისაწვდომია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატრადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

შეგახსენებთ, მთავრობა ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტს ჯერვ კიდევ მინბისტრობის კანდიდატის რანგში განუცხადა.ტიკარაძის თქმით, პრეპატარების წარმოების ფასების რეგულირების მეთოდოლოგია ექსპერტებთან და ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციებით უნდა შემუშავდეს.

ცნობისთვის, დღეს ფარმაცევტული ბაზრის მთლიანი მოცულობის 88 % იმპორტზე მოდის. იმპორტის თანხა კი 400 მილიონი დოლარია, რაც ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, საგანგაშოდ მაღალი ნიშნულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system