თავში

სებ-ი 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთს 8.5%-ს პროგნოზირებს

სებ-ი 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთს 8.5%-ს პროგნოზირებს
სებ-ი 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთს 8.5%-ს პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდება. Report.ge-ის ცნობით, შესაბამის განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2023 წლისთვის კი სებ-ი 5%-იან ინფლაციას მოელის, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი, დამატებით 7%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება სებ-ის ოპტიმისტურ სცენარს, მომავალ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8% იქნება, ინფლაციის მაჩვენებელი 5.5%, ეკონომიკური ზრდა კი 6%.

პესიმისტური სცენარის მიხედვით კი, რეფინანსირების განაკვეთი დღეს არსებულს 0.5%-ით გადააჭარბებს და 11% იქნება. ინფლაცია 8%-ზეა ნავარაუდები, ეკონომიკა კი მხოლოდ 2%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system