თავში

სებ-ი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

სებ-ი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს
სებ-ი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე განმარტავს, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებით მომხმარებლების დიდ ნაწილს ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაუადვილდება. სებ-მა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას.

როგორც გოჩა თუთბერიძე აცხადებს, ამით ქვეყნის მთავარმა ბანკმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის მიერვე განხორციელებულ რეგულაციებზე და მისი გავლენის შემსუბუქება სცადა, რაც ბაზარზე გარკვეულ ძვრებს გამოიწვევს.

,,მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, პოზიტიურია და მომხმარებლებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს. ამ მხრივ სებ-ის გადაწყვეტილება შეიძლება გავიგოთ, როგორც იმ მკაცრი რეგულაციების კომპენსაცია იმ მკაცრი რეგულაციების, რომელიც მან ადრე მიიღო და არანაირად არ იყო გამართლებული. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მომეწონა ის გარემოება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც იზრუნეს და ბანკებთან ერთად, მათაც გარკვეული შეღავათი ექნებათ. სწორედ ეს აქვს სებ-ს მხედველობაში, რადგან ლიკვიდობა იქნება მთავარი პრობლემა, რა გამოწვევასაც ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ შორის კომერციულმა ბანკებმა  და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც უნდა უპასუხონ. ბიზნესის დაკრედიტება ყოველთვის რისკიანი, მით უმეტეს, როცა საქმე მცირე და საშუალო სეგმენტს ეხება, რომელიც ძირითადი დამსაქმებელია და ნებისმიერ ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის სესხებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივეს დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა თუთბერიძემ report.ge-თან.

სებ-ის განმარტებით, პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და, ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system