თავში

სებ-ი წელს ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება

სებ-ი წელს ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება
სებ-ი წელს ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ი) პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება. 

ეკონომიკის ვარდნის ამავე ნიშნულს პროგნოზირებს საქართველოს მთავრობა. ეკონომიკის  4%-იანი კლება ივარაუდა საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.

კობა გვენეტაძის პროგნოზით, წელს ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს ის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system