თავში

სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მინიმუმ 8% იქნება - გვენეტაძე

სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მინიმუმ 8% იქნება - გვენეტაძე
სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მინიმუმ 8% იქნება - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 7.7%-ზე გაცილებით მეტი, სავარაუდოდ, 8% იქნება. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ეროვნულ ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე, 4 აგვისტოს განაახლებს.

„წინასწარი შეფასებით, მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოოდ ალბათ, 4 აგვისტოს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზრდა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე 7.7% და ეს იქნება როგორც მინიმუმ 8% ან უფრო მეტი. ამის საფუძველს გვაძლევს ის ძალიან სოლიდური სიტუაცია და ბუფერები, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვს და რომლებიც ეკონომიკის ლოკომოტივად რჩებიან.

რა თქმა უნდა გაურკვევლობები ბევრია და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება გაუთვალისწინებელი უარყოფითი ფაქტორები, რომელიც მოახდენს გავლენას. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ძირითად სცენარში კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვიდრე ამას მთავრობა ან IMF პროგნოზირებენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system