თავში

სებ-ის რეზერვები 25.2 მლნ დოლარით გაიზარდა

სებ-ის რეზერვები 25.2 მლნ დოლარით გაიზარდა
სებ-ის რეზერვები 25.2 მლნ  დოლარით გაიზარდა

2021 წლის მარტში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) მარტის თვის მიმოხლვაში.

საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ძირითადად იმოქმედა მთავრობის ჩამორიცხვებმა, ხოლო კლების მიმართულებით სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა.

ცნობისთვის, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით (-7.4 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.6 მლრდ ლარი შეადგინა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, ინფორმაციით, სებ-მა წელს ინტერვენციების სახით უკვე 250 მლნ დოლარი გაყიდა, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი შეუშვა შიდასავალუტო ბაზარზე. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, შეფასებით, ინტერვენციები ლარის კურსს აზღვევს. სტაბილური ლარი კი, თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ლარმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა.

ლარის მცურავ კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (სსფ-ი) იწონებს. სებ-ი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას. როგორ და რატომ "ცურავს" ლარი, ნახეთ აქ.

წელს რეგიოინში ყველაზე უფრო ლარი და ლირა გაუფასურდა. ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს პრობლემად ლარის გაცვლითი კურსი სახელდება. ზოგადად, ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ლარის არამყარი კურსია, ხოლო მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს., ანალიტიკოსები კი ლარის გაუფასურებას წელსაც ელიან.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ.

ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system