ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ორი კანდიდატურა წარუდგინა. კანდიდატები არიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ეკატერინე მიქაბაძე.
2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 7 წევრიდან 2-ს - ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურა. იმავე წლის ივნისში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა.
მოგვიანებით, გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ მას მიზეზები არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, 2019 წლიდან მოყოლებული ეროვნული ბანკის საბჭო 2 წევრის გარეშე ფუნქციონირებს.