თავში

სებ-მა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

სებ-მა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმ
სებ-მა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.

გადაწყვეტილების მიღებისას ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი მიდგომები, ინიციატივები და ტექნოლოგიისა და დიგიტალიზაციის სფეროში მიღწეული შედეგები.

ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ფინტექის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, როგორებიცაა, ღია ბანკინგის სტანდარტიზაცია, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ხოლო ფინტექ კომპანიებისთვის ფიქსირებული ხარჯების შემცირების მიზნით - ციფრული ბანკი. აღსანიშნავია, რომ ვითარდება ახალი ღია მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. 

დღეს, ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ გორგოძემ Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მან ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი რეგულირების ჩარჩო. 

"სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში, სადაც მუდმივად იზრდება მონაცემები, მეტად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მარეგულირებელთა მთავარი გამოწვევა პრაქტიკულობის შენარჩუნებაა. ეს ნიშნავს უცნობი რისკების ნაცნობ რისკებად გარდაქმნას. ღია საზედამხედველო მიდგომა სწორედ რისკზე დაფუძნებული მიდგომაა", - განაცხადა ოთარ გორგოძემ.

Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.

დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის "საზაფხულო შეხვედრების" ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც სამ ნომინაციაში გამარჯვებულმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system