თავში

სებ-მა პარლამენტს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებების პროექტი წარუდგინა

სებ-მა პარლამენტს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებები
სებ-მა პარლამენტს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებების პროექტი წარუდგინა

კობა გვენეტაძემ პარლამენტს 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარუდგენს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად იყენებს და შესაძლო რისკების მიმოხილვა. 

„წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system