თავში

სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შემცირდა

სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შემცირდა
სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შემცირდა

"საქსტატის" მონაცემებით, სექტემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 1.4%–ით შემცირდა და 4 014 ერთეული შეადგინა."საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამას ლარის ბგაუფასურებიასა და ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობას არ უკავშირებს. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იქონია ამ მაჩვენებელზე გავლენა ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის, ლარის გაუფასურებამ, "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ფაქტი რაიმე სერიოზულ პრობლემას არ უკავშირდება.

"ნამდვილად ვერ დავაკავშირებთ ამას რაიმე სერიოზულ პრობლემასთან. მოგეხსენებათ, 1.4% არ არის არსებითი მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მერყევია და საშუალოდ, თვეში დაახლოებით 4000–მდე ახალი ეკონომიკური სუბიექტი რეგისტრირდება. არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე არის შემთხვევები, როცა სახეზე გვაქვს კლება, ამიტომ ნამდვილად ვერ დავაკავშირებთ რაიმე პრობლემასთან ამ შემთხვევას", – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ცნობისთვის, "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5%–ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system