თავში

სექტემბერში ბანკებმა 553.45 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს

სექტემბერში ბანკებმა 553.45 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 553.45 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 553.45 მლნ ლარით (1.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.88%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 30.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.07 მლნ ლარით (3.33%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 118.38 მლნ ლარით (0.72%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.72%-ით).

სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.26 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.86 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.12%-ით მეტი).

2019 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.62%-ით, ანუ 93.23 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 15.23 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.77 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system