თავში

სექტემბერში დაგეგმილი 70 ფრენიდან 30-მდე რეგულარული რეისია

სექტემბერში დაგეგმილი 70 ფრენიდან 30-მდე რეგულარული რეისია
სექტემბერში დაგეგმილი 70 ფრენიდან 30-მდე რეგულარული რეისია

"დღეს პირველ რიგში უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა - ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობა და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და დასძინა, რომ 2012 წლამდე საქართველოში სულ 30-მდე ავიაკომპანია დაფრინავდა, ბოლო 8 წელიწადში ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

მინისტრი ამტკიცებს რომ მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს ღია ცის პოლიტიკა, რათა მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად და ხელმისაწვდომი ფასებით, თუმცა ეს უსაფრთხოების კლების ფასად დაუშვებელია.

„ჩვენი ხელისუფლება ბოლო წლებში ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს ცა გაეხსნა. თუ 2012 წლამდე საქართველოს ცა შედარებით მონოპოლიზებული იყო და სულ 30-მდე ავიაკომპანია დაფრინავდა, ჩვენ ეს რიცხვი თითქმის გავაორმაგეთ. შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, 2016 წელს შემოვიდა WizzAir-ი, რომელმაც გასულ წელს მიმართულებების დიდი ზრდა დააანონსა. შემოვიდა RyanAir-ი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ღია ცის პოლიტიკა და მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად და ხელმისაწვდომი ფასებით. თუმცა დღეს პირველ რიგში უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა - ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობა და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ თანდათან ვზრდით ფრენების არეალსაც. სექტემბერში უკვე 70 ფრენაა დადასტურებული, აქედან 30-მდე რეგულარული რეისია. ეტაპობრივად ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ამის შესაძლებლობას მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება მოგვცემს“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system