თავში

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა
სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 653.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.8%-ით, ანუ 17.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის მონაცემებით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 38.57 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 34.07 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.51 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 19.99 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე 15.43 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.0 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.6%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system