თავში

სექტემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9%-ით გაიზარდა

სექტემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9%-ით გაიზარდა
სექტემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system