თავში

სექტემბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 15%-ით გაიზარდა

სექტემბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 15%-ით გაიზარდა
სექტემბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 15%-ით გაიზარდა

20-26 სექტემბრის პერიოდში ფულადი გზავნილები წ/წ 15%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდანაც. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 20-26 სექტემბრის პერიოდში კვლავ უარყოფითი გახდა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება მეორე კვირაა უარყოფითია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system