თავში

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები შედის

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით
სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები შედის

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტში ცვლილებები მომზადდა, პროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას.   

„კომიტეტმა მოამზადა ცვლილებები ორ კანონპროექტში. თხოვნა იქნება, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ. დღეს ჩაბარდება საორგანიზაციო დეპარტამენტს და ასევე იურიდიული დეპარტამენტი ნახავს“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა. 

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გუშინ სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. 

„ნამდვილად იყო იქ იურიდიულად სადაო ეს საკითხი, ამიტომ კანონმდებლობაში ეს თემა უნდა გასწორდეს და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ მისაღებია ყველასათვის დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს ინიციატივა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე გუშინ უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც კენჭისყრა გადაიდო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system