თავში

სემეკი აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

სემეკი აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
სემეკი აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ სემეკ-ში აცხადებენ.

„*303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.

*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.

*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს: ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის; მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა; მიიღოს: ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი“, – აცხადებენ სემეკ-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system