თავში

სემეკი ბუნებრივი აირის აბონენტებს მიმართავს

სემეკი ბუნებრივი აირის აბონენტებს მიმართავს
სემეკი ბუნებრივი აირის აბონენტებს მიმართავს

სემეკ-ი მოქალაქეთა მიმართვებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ აბონენტებს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 მ3-ს ან 200 მ3 -ზე ნაკლებს.

„კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვეს თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 მ3-ს ან 200 მ3 -ზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დაფინანსება ყოველ თვეს ცალ-ცალკე. თქვენ არ გადაიხდით არაფერს," - აცხადებს სემეკი.

უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ თანხა უკვე გადახდილი გაქვს, თუმცა თქვენი მოხმარება არ აღემატება 200 მ3-ს, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება თქვენს სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით.

გაურკვევლობის შემთხვევაში, დარეკეთ სემეკ-ის ქოლცენტრში, ნომერზე 16 216 ან მისწერონ კომისიას ფეისბუქგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system