თავში

სემეკი მრიცხველებს დისტანციურად წაიკითხავს

სემეკი მრიცხველებს დისტანციურად წაიკითხავს
სემეკი მრიცხველებს დისტანციურად წაიკითხავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მრიცხველების დისტანციური წაკითხვის წესი შეიმუშავა. 

ამის შესახებ report.ge-ს სემეკ-იდან აცნობეს.

მათი განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, ეძლევათ შესაძლებლობა, კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ.

აღნიშნული პროცედურის შესახებ მოქალაქეების დეტალურ ინფორმირებას, მათ შორის მრიცხველის ჩვენების მიწოდების პერიოდულობაზე, კომუნალური მომსახურების კომპანიები უზრუნველყოფენ. დისტანციურ წესთან დაკავშირებით სემეკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება, მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად. სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური მეთოდით“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system