თავში

სემეკის ჭკვიანი აღრიცხვიანობა 1 200 000 ევროთი დაფინანსდა

სემეკის ჭკვიანი აღრიცხვიანობა € 1 200 000 ევროთი დაფინანსდა
სემეკის ჭკვიანი აღრიცხვიანობა  1 200 000 ევროთი დაფინანსდა

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ დღეს დაიხურა.

პროექტი, რომელიც განხორციელდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ, დაეხმარა საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში.

24-თვიანი პროექტი ევროკავშირის მიერ € 1 200 000 ოდენობით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეობენ ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტები ენერგეტიკის რეგულირების საკითხებში, რომლებმაც სემეკის წარმომადგენლებს გაუწიეს რეკომენდაციები ენერგეტიკული მომსახურების ხარისხის სტანდარტებისა და მარეგულირებელი სტრატეგიის, ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით.„საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციის პროცესში. ახალმა კანონებმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგოეფექტურობის შესახებ მოახდინეს საქართველოს მიერ ევროპული წესებისა და სტანდარტების უწყვეტი მხარდაჭერის დემონსტრირება. სასიხარულოა დაძმობილების პროექტის იმ მიღწევების ხილვა, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისათვის - სემეკისთვის, ჩვენს მიერ გაწეული გრძელვადიანი დახმარების ნაწილს,“ - აღნიშნა პროექტის დახურვის ცერემონიაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოსთვის გაწეული დახმარების კუთხით. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, იმითვის, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ფასეულობებს, ასევე ხელი შეეწყოს საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას, რომ გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რაც ჩადებულია ახალ სამთავრობო პროგრამაში, სათაურით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.საკუთარ სიტყვაში მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს. ამასთანავე, მომხმარებელთა ენერგეტიკული საჭიროებების უკეთ დაგეგმვის პროცესში „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.პროექტის დახურვის ცერემონიაზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. სიტყვით გამოსვლისას, პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან და სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა და პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან დიტმარ პრაინსტორფერმა ხაზი გაუსვეს გუნდურ მუშაობის მნიშვნელობას, რამაც შესაძლებელი გახადა მაღალი დონის შედეგების მიღწევა, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული გარემოებებისა. მათ აღნიშნეს იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც პროექტმა მიიღო ავსტრიის (E-Control), საფრანგეთის (CRE) და საბერძნეთის (RAE) ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებების მხრიდან.პროექტის უმცროსმა ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ანა-ლიზა ტეანიმ და ექსპერტმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან სილვია დეიანოვამ ხაზი გაუსვეს საკუთარ პრეზენტაციებში, რომ ქართული მიდგომა კომერციული ხარისხის მიმართ შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და მიულოცეს ქართველ კოლეგას, ანა ზარიძეს, სემეკის კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორს, ამ სფეროში მიღწეული წარმატება.პროექტის უმცროსმა ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ჯორჯ პაიდაკაკისმა, ექსპერტმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ჰარალდ პროიდლმა, ასევე სემეკის წარმომადგენელმა ზვიად გაჩეჩილაძემ ისაუბრეს ჭკვიანი აღრიცხვის სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ. ხაზი გაუსვეს ხარჯთსარგებლიანობის შემუშავებული ანალიზის მნიშვნელობას საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის პროცესისათვის.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system