თავში

სემეკმა დღეს მოქალაქეებს 13 023 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა დღეს მოქალაქეებს 13 023 ლარი ჩამოაწერა
სემეკმა დღეს მოქალაქეებს 13 023 ლარი ჩამოაწერა

23 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ მოქალაქეებს 13 023 ლარი ჩამოაწერა.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა.

როგორც report,ge-ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, დღევანდელ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კომპანიების მიერ გამოცემულ დადგენილებებს.

შეგახსენებთ,თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, შეგიძლიათ მიმართოთ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system