თავში

ძიძებს სერტიფიკატის გარეშე ბავშვებთან მუშაობა აეკრძალებათ

სერტიფიკატის
ძიძებს სერტიფიკატის გარეშე ბავშვებთან მუშაობა აეკრძალებათ

ძიძებს მუშაობა სერტიფიკატის გარეშე აეკრძალებათ. ძიძების სერტიფიცირების წესი 2020 წლის 1-ელ მარტამდე შემუშავდება. ამის შესახებ აღნიშნულია „ბავშვის უფლებათა კოდექსშია“ აღნიშნული.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ნებაყოფლობით სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამასთან, სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს.

„ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,“- ვკითხულობთ ბავშვის უფლებათა კოდექსში.

ცნობისთვის, „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს.

რაც შეხება სერტიფიცირების პროცესს, მის ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაუდგება სათავეში.

ცნობისთვის, ეს ძიძების საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, არსებობდა კანონპროექტი, რომელიც ძიძების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა. თუმცა მას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

"ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, აქამდეც უნდა გვქონოდა ეს რეგულაცია. ეს ინიციატივა აუცილებლად შეუწყობს ხელს ბავშვების განვითრებას ად სრულფასოვან აღზრდას, თუმცა კანონპროექტში მაკლია გარანტიები ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებიტ. სერტიფიკატი არის დოკუმენტი, რომელიც ახდენს იმის შემოწმებას, რამდენად არის ძიძა გონებრივად და ფსიქოლოგიურად მომზადებული, იმუშაოს მცირეწლოვანთან. ბუნდოვანი რჩება საკითხი, რა მექამნიზმით მოხდება "ამოცნობა" პოტენციური მოძალადის. ძალადობის პრევენცია უნდა იყოს ამოსავალი ამ კანონპროეტის, რასაც ვერ ვხედავ," - განუცხადა Report.ge-ს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ აღმზრდელის პირადი მონაცემების, ნასამართლეობის, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც, რათა მან შემთხვევისთანავე გაუწიოს აღსაზრდელს შესაბამისი დახმარება.

"მაგალითად, თუ ბავშვს გადასცდა საკვები, აღმზრდელმა უნდა იცოდეს, როგორ დაეხმაროს ბავშვს," - ამბობს უფლებადამცველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system