თავში

სესხები 0.3%-ით გაძვირდა

სესხები 0.3%-ით გაძვირდა
სესხები 0.3%-ით გაძვირდა

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის აგვისტოში გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 12.6 პროცენტს შეადგენს. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) აგვისტოს თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთმა 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 6.8 პროცენტს შეადგენს. 

ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.1 პროცენტული პუნქტით 15.6 პროცენტამდე შემცირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 11.7 პროცენტის ნიშნულზეა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით 6.5 პროცენტამდე მოიმატა. 

წინა წლის აგვისტოსთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system