თავში

სესხები 600 ათას მოქალაქეს გადაუვადდა

სესხები 600 ათას მოქალაქეს გადაუვადდა
სესხები 600 ათას მოქალაქეს გადაუვადდა

სესხის გადავადების შეთავაზებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამი თვით სესხის გადავადების სახელმწიფო დახმარებით ფიზიკური პირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაშინ, როდესაც მათ ელემენტარულად შემოსავალი დაკარგეს.

„დღემდე, ამ შეღავათით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ სახელმწიფოს ჩართულობა და პარტნიორობა, როგორც ეროვნული ბანკის, მთავრობისა და კერძო საბანკო სექტორის, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ  და იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საბანკო სექტორთან თანამშრომლობით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც დღეის მდგომარეობით ისარგებლა 7000 იურიდიულმა პირმა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არიან ის კომპანიები, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი დაეკარგათ ძალზე მოკლევადიან პერიოდში და აბსოლუტურად მოულოდნელად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს

მეწარმეებს მთავრობა დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system