თავში

სესხები კიდევ გადავადდება

სესხები კიდევ გადავადდება
სესხები კიდევ გადავადდება

ბანკების ასოციაცია მთავრობასა  და კომერციული ბანკების წარმოამდგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ გარკვეული კატეგორიის მსესხებლებისთვის სესხების საშეღავათო პერიოდი გადავადდეს.

საბანკო სექტორი გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროებს. თუმცა როგორც report.ge-თვის ხდება ცნობილი, საშეღავათო პერიოდი პანდემიის ხანგძლივობაზე არ იქნება დამოკიდებული. 

ძნელაძის თქმით, ამ ეტაპზე ბანკები მოწყვლადი ჯგუფის იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის ინფორაციით, სავარაუდოდ, შეღავათი გაეწევა ბიზნესის იმ კატეგორიას, რომელმაც შემოსავალი დაკარგა და ფინანსურად დაზარალდა. ცვლილება შეეხება იმ ფიზიკურ ნაწილსაც, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა.

,,შეღავათი აუცილებლად დაწესდება, მაგრამ ის არ იქნება ყველასთვის. დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ მოწყვლადი ჯგუფის იდენტიფიცირებაზე, ვინც შემოსავალი დაკარგა. ხვალ, დღის ბოლომდე ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. ბანკებთან ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ და ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დავაიდენტიფიციროთ მოქალაქეები და ამისთვის რა მექანიზმს გამოვიყენებთ. აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთანაც, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ცხადია, ზომებს მივიღებთ ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ რა ფორმითგაეწევათ შეღავათი, დეტალებს ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ. ამაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკება და შეთანხმებას საბოლოოდ ხვალ მივაღწევთ", - განაცხადა ძნელაძემ.

მისი ინფორმაციით, სესხებთან დაკავშირებით შეღავათი მოეხსნება ყველას, ვისაც შემოსავალი შეუნარჩუნდა. ხოლო თუკი ვინმე სესხის გადავადებას მოითხოვს, ბანკი ასეთ ადამაინებთან ინდივიდუალურად იმუშავებს.

რა ვადით იქნება შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის გაგრძელება, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, დამოკიდებული იქნება არა პანდემიის ხანგძლივობაზე, არამედ ეკონომიკის ამუშავების ეფექტზე.

შეგახსენებთ, ბანკებმა და მიკროსაფინანსოების ნაწილმა კორონავირუსის გამო დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შემოსავლების დაკარგვა და ზოგადი ეკონომიკური კრიზისი გაითვალისწინა და ყველა მსესხებელს სამი თვით სესხის დაფარვის ვალდებულება გადაუვადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system