თავში

სესხები მესამედ აღარ გადავადდება

​სესხები მესამედ აღარ გადავადდება
სესხები მესამედ აღარ გადავადდება

სებ-ის ვიცე-პრეზიდეტის პაპუნა ლეჟავას თქმით, სესხები მე-3 ვადით, საყოველთაო პროგრამით აღარ გადავადდება. როგორც ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, ბანკები კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ. 

"საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, - თქვა პაპუნა ლეჟავამ.

ლეჟავას ინფორმაციით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system