თავში

სესხები მომხმარებელს TBC ბანკმაც გადაუვადა

სესხები მომხმარებელს TBC ბანკმაც გადაუვადა
სესხები მომხმარებელს TBC ბანკმაც გადაუვადა

„თიბისი ბანკი“ ფიზიკურ პირებსა და გარკვეული სახის ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზესამთვიანი საშეღავათო პერიოდი“, – წერია ბანკის განცხადებაში.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას“, – აცხადებს ბანკი.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

შეგახსენებთ, მომხამარებელს 3 თვით სესხები გადაუვადა "საქართველოს ბანკმაც". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system