თავში

სესხების გადავადებამ მომხმარებელი მასიურად დააზარალა

სესხების გადავადებამ მომხმარებელი მასიურად დააზარალა
სესხების გადავადებამ მომხმარებელი მასიურად დააზარალა

მომხმარებლებისა და სპეციალისტების განმარტებით, covid-19-თან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდით კომერციულმა ბანკებმა ბოროტად ისარგებლეს. 

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, მათ არ შეასრულეს პირობა და გადავადების შემდეგ სესხები გაუძვირეს. პრობლემაზე საუბრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ადასტურებს, რომ პროცენტის გადავადების ნაწილში, მათი სასესხო პირობები მკვეთრად გაუარესდა და ეს მოხდა მასიურად ყველა მსესხებელთან მიმართებაში, ვინც 3-თვიანი შეღავათით ისარგებლა.

,,რამდენადაც ვიცი, ბანკებმა გააფრთხილეს მომხმარებლები, რომ უარესი პირობები ექნებოდათ სესხთან დაკავშირებით, ამიტომ ხალხს საპროცენტო ხარჯი გაეზარდა. არასწორი იყო, რომ ეს ვალდებულება სახელმწიფომ ბანკებს იძულებით დააკისრა, ამან შეღავათის ნაცვლად, მომხმარებელი დააზარალა. ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება იყო, რომ პროცენტი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ამ სამი თვის განმავლობაში, კლიენტზე გადანაწილდებოდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა დარჩენილი 5 წელი სესხის გადახდისთვის, მაშინ იმ 3 თვის თანხა უნდა გადანაწილებულიყო დარჩენილ პერიოდზე. თითოეული კლიენტი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. ბანკებმა ეპიდემიის გამო დიდი ზარალი ნახეს. აშკარად ცუდი პირობებით გადავადდა სესხები და ამის შესახებ ყველა მომხმარებელს უნდა სცოდნოდა. ძალიან ცუდია, თუ ასე არ გაკეთდა", - აცხადებს თუთბერიძე report.ge-თან. 

სასესხო პირობების გაუარესებაზე საუბრობს ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მომხმარებელი ლელა გახოკიძე.

,,ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სესხის პირობები შეიცვლებოდა, მაგრამ ბანკის თანამშრომელმა დამარწმუნა, რომ ცვლილება უმნიშვნელო იქნებოდა, რაშიც ვენდე. საშერავათო პერიოდის გასვლის შემდეგ მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ 2400 ევროს ნაცვლად გადასახდელი მქონდა 5000 ევრო. სიტუაციის გასარკვევად ბანკს მივაშურე, სადაც მითხრეს, რომ 2600 ევრო პროცენტია და ბოლო 3 თვეზე მხოლოდ თანხის ძირი გადავიდა. წარმოუდგენლია ამ თანხის გადახდა უმუშევრობის პირობებში. მოვითხოვ, რომს ესხი ჩვეულებრივად გადამინაწილონ, რა ხელშეკრულებაზეც ხელი მაქვს მოწერილი, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას, როგორც უწყებაში განმარტავენ, რომ სესხის პირობებისა და ვალდებულებების განსაზღვრა ბანკებსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმების საკითხია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system