თავში

სესხების ლარიზაცია გაიზარდა

სესხების ლარიზაცია გაიზარდა
სესხების ლარიზაცია გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა),2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 787.06 მლნ ლარით(2.25%-ით) შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.35მლნ ლარით(0.61%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 699.71მლნ ლარით (3.40%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,შემცირდა 0.13%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით12.12 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.12%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.17%-ით მეტი). 

2020 წლის აპრილის განმავლობაში1.84%-ით,ანუ 312.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის16.67მლრდ ლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91პროცენტი შეადგინა.

2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით,მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.69 პროცენტული პუნქტით(გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით,შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system