თავში

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48%-ია - სებ

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48%-ია - სებ
სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48%-ია - სებ

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით (1.21%-ით) გაიზარდა და პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.65%-ით მეტი).

აგვისტოს განმავლობაში 1.09%-ით, ანუ 216.31 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 20.09 მლრდ ლარი შეადგინა.

პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.02 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება დეპოზიტებს, მისმა მოცულობამ პირველი სექტემბრისათვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 287.82 მლნ ლარით, ანუ 0.82%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 39.89% შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system