თავში

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა
სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. მათივე განმარტებით, დედოლარიზაცია და ლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელია, თუმცა ადვილი შესასრულებელი არაა. სებ-ის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

ქვეყნის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ როდესაც მცირდება დოლარიზაციის მაჩვენებლები, უმჯობესდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და ბანკებს უადვილდებათ უცხოური ვალუტის მოზიდვა უფრო იაფად. შესაბამისად, მცირდება უცხოური ვალუტს სესხის პროცენტიც, რაც, თავის მხრივ აჩენს მოტივაციას, ანუ ასტიმულირებს სესხის გაცემა/აღებას უცხოურ ვალუტაში. 

"თუ ავიღებთ 2010 წელს, როცა დოლარიზაცია მაქსიმუმზე იყო, ხუთწლიანი იპოთეკური სესხები გაიცემოდა 16%-ში, 2015-ში 9.5%-ში და დღეს არის 7%-თან ახლოს. დოლარიზაცია აქაც არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგებით კმაყოფილია. კობა გვენეტაძის განმარტებით, ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რუგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ღონისძიებების და დედოლარიზაციის გარეშე, დღეს ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა სირთულეებთან გამკლავებას. საქართველოს პირველი ბანკირი ამბობს, რომ დედოლარიზაცია-ლარიზაციის სასურველ შედეგამდე ჯერ კვლავ შორია, თუმცა, დასძენს, რომ ეს გრძლევადიანი პროცესია,

ცნობისთვის, პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ მშპ-ს ზრდის ტემპი დააჩქარა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ შეამცირა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო 2019 წლის იანვარში ამოქმედდა და მისი შემოღების მთავარი მიზანი იყო ჭარბვალიანობის ზრდის შეზღუდვა ფიზიკური პირებისთვის.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შეიტანილი ცვლილებებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გაამარტივა.

ფინანსისტების განმარტებით, დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system