თავში

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელიან

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელიან
სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელიან

საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ პროგნოზირებენ. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სესხები შარშან ზაფხულშიც გაიაფდა და ალექსანდრე ძნელაძე წელსაც მსგავს ტენდენციას ელოდება. მისი განმარტებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, იზრდება ნეგატიურ მოლოდინების გაჩენის გამო. ამას ემატება ისიც, რომ  მომხმარებელთა აქტივობა დაბალია. ძნელაძე იმედოვნებს, რომ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად,  აქტივობა აღდგება.

"მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ისევ საპროცენტო განაკვეთების კლებისკენ იქნება ორიენტირი. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ასევე ცალსახად დაკავშირებულია რისკების მატებასთან. მოგეხსენებათ, ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდას თავად ეროვნული ბანკიც ელის,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. გაძვირდა ავტოსესხი, ისე სალომბარდე, სამომხმარებლო და უძრავი ქონების შესაძენად ან რემონტისთვის გაცემული სესხები. გარდა ამისა, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.

საბანკო საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ ბანკებს თანხების დაბანდებაში პრობლემა აქვთ, რამაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვთების კლება განაპირობა. იმის გამო, რომ სესხების გაცემის პროცესი შემცირებულია, მოსალოდნელია, რომ ცვლილება ბანკები მასიურად მიმართონ, რადგან სანამ ვაქცინა არ შემოვა, ეკონომიკაში იმპულსები მოსალოდნელი არ არის და სესხებზე მოთხოვნის გაჩენაც ნაკლებსავარაუდოა. ამიტომაც, ფინანსისტების განმარტებით, კომერციულ ბანკებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ. მათივე მტკიცებით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ სესხების დაფარვა შეჩერებულია, რადგან ბანკების კეთილდღეობა მთლიანად დამოკიდებულია ეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, სპეციალისტების პროგნოზით, ბენკებს პრობლემა ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system