თავში

სესხის აღება იმ ვალუტაში სჯობს, რომელშიც შემოსავალი გაქვთ - კობა გვენეტაძე

სესხის აღება იმ ვალუტაში სჯობს, რომელშიც შემოსავალი გაქვთ
სესხის აღება იმ ვალუტაში სჯობს, რომელშიც შემოსავალი გაქვთ - კობა გვენეტაძე

"მიუხედავად იმისა, რომ დოლარისა და, განსაკუთრებით ევროს, სესხები საკმაოდ დაბალი საპროცენტო განკვეთებითაა გაცემული, გამოწვევებს უკეთესად სწორედ ლარის მსესხებლები უმკლავდებიან," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განმარტებით, იპოთეკურ სესხებში უმოქმედო და რესტრუქტურიზებული სესხების წილი მაღალია, რაც იმითაა განპირობებული, რომ  პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა მსესხებლების დიდ ნაწილს.

კობა გვენეტაძის განმარტებით, პრობლემები უფრო მეტად უცხოური ვალუტის სესხებშია. მან გამოაქვეყნა გრაფიკები, რომლებითაც ცდილობს ახსნას, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო წინა წლებში გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები. კობა გვენეტაძე ამტკიცებს, რომ, მათ გარეშე, შედეგი გაცილებით უფრო დამაზიანებელი იქნებოდა.

"ეს ყველაფერი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რაც არაერთგზის აღმინიშნავს - სესხის აღება იმ ვალუტაში სჯობს, რომელშიც შემოსავალი გაქვს," - ამბობს საქართველოს პირველი ბანკირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system