თავში

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება
სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება და აქამდე არსებული 24 თვის ნაცვლად, 36 თვეს შეადგენს.

როგორც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციისას დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტებში დაგეგმილია თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. ამავე კომპონენტში ლიმიტი 150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შემცირდება, საქმიანობის სახეობები კი, 104-დან 211-მდე გაიზრდება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული კომპონენტით ისარგებლოს.

მინისტრის განმარტებითვე, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი გამოიყოფა.

შეგახსენებთ, დღეს თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system