თავში

სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტოა - კოვზანაძე

სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტო
სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტოა - კოვზანაძე

"პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება; 2.75 პროცენტიანი განაკვეთით, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქამდე არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში, " -ასე გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მიერ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვებას. ახალი სესხის ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%-ია. კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ეკონომია მიიღო, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 350 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„მინდა, მივულოცო ფინანსთა სამინისტროს კარგი სამუშაოს შესრულება. ასევე, მადლობა გადავუხადო ტრანზაქციაში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებს JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს TBC Capital და Galt & Taggart-ს“ - წერს ირაკლი კოვზანაძე.

საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს.  ახალი სესზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაზოგავს 350 მილიონ ლარს.

შეგახსენებთ, ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალ სესხზე 2.75% კარგი პროცენტი იქნებოდა, ევრობონდები რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი. მათი მტკიცებით, შეცდომაა ევრობონდები ს10-წლიანი ვადით არგამოშვება.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი 2 დღის წინ გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს მართავს. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system