თავში

შადრევნებსა და ურნებში დახარჯული მილიონები - რატომ აკრიტიკებენ მერიას

შადრევნებსა და ურნებში დახარჯული მილიონები - რატომ აკრიტიკებენ მერიას
შადრევნებსა და ურნებში დახარჯული მილიონები - რატომ აკრიტიკებენ მერიას

"პანდემიურ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე გაუმართლებელია და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული,"  - აცხადებენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში მერიის ტენდერების მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

საქმე ისაა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 50 % წილის მფლობელი სახელმწიფოა, 1000 ცალ ნაგვის ურნის შესყიდვისთვის ტენდერში (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-NAT200005239) რომელიცა.წ. 6 აპრილს დაიხურა, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის ფასთან შედარებით (1,527,400 ლარი) ნაკლებ ფასად -1,296,000 ლარად შესთავაზა ნაგვის ურნები შემსყიდველს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 3 დღის ვადა აქვს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის და თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესყიდვის პროცედურებიც დაიწყება.

ასევე თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი”-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მილიონამდე ლარია განკუთვნილი.

გადასახადის გადამხდელთა კავშირში ამბობე, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი ჩართულია მთელი თავისი რესურსებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება რაციონალურად მოხდეს თანხების მობილიზება და განკარგვა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას და უნდა შეჩერდეს.

"უფრო მეტიც, ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რათა მსგავსი ტენდერებისთვის განკუთვნილი თანხები გადანაწილდეს იმ გადაუდებელი ღონისძიებებისა და შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეფექტიანად დაგვეხმარება.  კიდევ ერთხელ პრინციპულად ავღნიშნავთ, რომ დღეს, მობილიზებული თუ გადახდილი თითოეული ლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეზღუდული რესურსების მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ჩერდება ბიზნესი,მოსახლეობის დიდინაწილი კარგავს სამსახურს, შემოსავლებს და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ასეთ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა," - ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ report.ge-სთვის მოწოდებულ განცხადებაში. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system