თავში

"შაჰ-დენიზი” აზერბაიჯანსა და მის პარტნიორებს მინიმუმ 100 წელი მოამარაგებს

"შაჰ-დენიზი” აზერბაიჯანსა და მის პარტნიორებს მინიმუმ 100 წელი მოამარაგებს
შაჰ-დენიზი” აზერბაიჯანსა და მის პარტნიორებს მინიმუმ 100 წელი მოამარაგებს

“შაჰ-დენიზი”, მინიმუმ, კიდევ 100 წელიწადი  აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს ბუნებრივი აირით მოამარაგებს," - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთის გაზსადენის დერფნის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ალიევის განმარტებით, ეს არის ТАР-ის მეოთხე და უკანანსკნელი პროექტი. 

"შესაბამისად, მთლიანად სრულდება ერთმანეთთან დამაკავშირებელი 3500 კილომეტრი სიგრძის სამი გაზსადენის მშენებლობა და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპულ სივრცეში უკვე შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ისტორიული მოვლენაა, რამდენადაც ის “შაჰდენიზის” ბუნებრივი აირის საბადოს სრულად ამუშავების საშუალებას იძლევა,"- განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე რამდენიმე თვეში მივა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განმარტებით, შაჰდენიზიდან” გაზის მიწოდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში მოხდება. მისივე თქმით, თუ ალბანეთში გაზსადენი გაჩნდება, მაშინ ისიც აზერბაიჯანის ბუნებრივი პარტნიორი გახდება და იქაც მოხდება ექსპორტი. ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ბალკანეთის ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მფლობელი კონსორციუმში წილები ასეა განაწილებული: SOCAR 51%, BOTAS 30%, BP 12%, SOCAR Turkiye Enerji 7%.

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორი "სოკარია".

შაჰ დენიზის კონსორციუმმა 2013 წლის 28 ივნისს ოფიციალურად განაცხადა TAP მილსადენის მარშრუტის შესახებ. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის პროექტის მშენებლობა კი 2014 წელს დაიწყო.

მილსადენის საერთო სიგრძე 878 კილომეტრია, საიდანაც 550 კმ გაივლის საბერძნეთის ტერიტორიას, 215 კმ - ალბანეთს, 105 კმ - ადრიატიკის ზღვას, 8 კმ - სამხრეთ იტალიას.

მილსადენის ყველაზე მაღალი წერტილი განთავსდება ალბანეთის მთებში (1,800 მ), ყველაზე დაბალი - ზღვის ფსკერზე (-820 მ).

TAP– ის მილსადენის დაგება საზეიმოდ დაიწყო 2016 წლის 17 მაისს. ცერემონია გაიმართა საბერძნეთში, სალონიკში.

„სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან. „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან. „ტრანსადტრიატიკული მილსადენი“ (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, მიდის სამხრეთ იტალიამდე.

ცნობითვის, TANAP-ის მილსადენი ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლისთვის -მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თითქმის 92 %-ით არის დასრულებილი TANAP-ის განშტოების TAP-ის მშენებლობა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ჯერ იტალიას მიეწოდება და შემდეგ მთელ ევროპაში განაწილდება. მოკლედ პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც „სამხრეთ კავკასიის“, „ტრანსანატოლიის“(TANAP), და „ტრანსადრიატიკის“ მილსადენებს (TAP) მოიცავს დასასრულს უახლოვდება.
3,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მილსადენი სათავეს კასპიის შელფზე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან იღებს. „შაჰ-დენიზის“ 1,2 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მისი მეშვეობით ევროპას რუსული გაზის სერიოზული ალტერნატივა უჩნდება.

უფრო დეტალურად, რა კავშირშია გაზის სამხრეთის კორიდორი და საქართველო და რა მნიშვნელობა აქვს ტანაპს, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system