თავში

თურნავა: "შაჰდენიზი 2-მა" ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა გაზარდა

შაჰდენიზი 2-მა" ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა გაზარდა
თურნავა: შაჰდენიზი 2-მა ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა გაზარდა

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ იმ გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. 

„განმტკიცდა ჩვენი გეოპოლიტიკური როლი მასშტაბური რეგიონალური მილსადენების, გაზსადენების პროექტების თვალსაზრისით და აქაც, პრაქტიკულად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გავხდით ისტორიული მოვლენის არამარტო მომსწრე, არამედ მონაწილე“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისი განმარტებით, გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა მეორე ეტაპი - „შაჰდენიზი 2,“ რომელმაც ჯერადობით გაზარდა ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა.

შარშან გაეშვა ამ დერეფნის აუცილებელი სეგმენტი - „ტანაპი - ტრანს-ანატოლური გაზსადენი“ და ახლა სულ მალე დასრულდება ევროპული მონაკვეთი - ტრანსადრიატიკული ტაპი, რის შედეგადაც აღსრულდება მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს გავლით გაზი ევროპას მიეწოდებოდეს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ სიკეთეს ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იზრდება ის სარგებელი, ის ქვოტა, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღსრულების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system