თავში

შაქარი 3.3%-ით გაძვირდა

შაქარი 3.3%-ით გაძვირდა
შაქარი 3.3%-ით გაძვირდა

ნოემბერში FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 3.3%-ით მოიმატა.  შაქრის ფასების ზრდის უმთავრეს მიზეზად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მსოფლიოში შაქრის არასაკმარის მარაგებს ასახელებს. fao-ს განმარტებით,  არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო, ევროკავშირში, რუსეთსა და ტაილანდში შაქრის მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები იყო. 

რაც შეეხება, შაქრის ფასს საქართველოში, წლიურ ჭრილში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 7.0 პროცენტითაა გაძვირებული. 

შეგახსენებთ, FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაზრდილია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის, რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. ნოემბრის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ითაა მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system