თავში

შაქარი იაფდება

შაქარი იაფდება
შაქარი იაფდება

უახლოეს პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე შაქარი, შესაძლოა, გაიაფდეს. ამის მიზეზად იმპორტიორები პროდუქტის დაბალ ფასს ასახელებენ. მათი ინფორმაციით, საიმპორტო ქვეყნებში ფასი კლებას განიცდის და ეს ტენდენცია ადგილობრივ ბაზარსაც დაეტყო. 

კერძოდ, ახალი წლიდან მოყოლებული, სავაჭრო ქსელებში შაქარი 5-10 თეთრის ფარგლებში გაიაფდა. ამ ეტაპზე 1 კგ. პროდუქტის ფასი 1,30-1,35 ლარის ფარგლებშია. შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ფასი კიდევ შემცირდება, თუკი ამ პროცესს ლარის კურსი არ შეუშლის ხელს.

,,საქართველოში შაქრის ყველაზე მსხვილი მომწოდებლები პოლონეთი აზერბაიჯანი და რუსეთია. ამ ბაზრებზე შაქარი იაფდება და ეს ტენდენცია აქაც შესამჩნევია. მართალია, იმპორტმა იკლო, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული და მომდევნო თვეების განმავლობაში დინამიკა ზრდისკენ შეიცვლება. რაც შეეხება ფასს, საკმაოდ სტაბილური გახდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება და ტრენდი შენარჩუნდება, მთავარია, ლარის კურსი არ შეიცვალოს უარყოფითისკენ, სხვა დაბრკოლებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - განუცხადა გურამ ბროძელმა report.ge-ს. 

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით, გლობალურ ბაზრებზე  1 ტონა შაქრის ღირებუელბა 409 დოლარია. მართალია, მეზობელ ქვეყნებში იმპორტი შედარებით ხელსაყრელ ფასად ხორციელდება, თუმცა ევროპულ ბაზრებსა და ასევე ბრაზილიაშიც შაქრის ფასი წინა წლის დეკემბრის მონაცემით, 4,9%-ით არის გაზრდილი. ამის მიზეზად  საწარმოო პროცესში შაქრის ლერწმის გაზრდილი გამოყენებაა დასახელებული. FAO-ს ინფორმაციით, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, შაქრის მარაგის შემცირებაა, რაც ბრაზილიაში ეთანოლის დასამზადებლად ლერწამზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system