თავში

Shake Shack-მა მოსკოვში ყველა რესტორანი დახურა

Shake Shack-მა მოსკოვში ყველა რესტორანი დახურა
Shake Shack-მა მოსკოვში ყველა რესტორანი დახურა

ამერიკული ბურგერების ქსელმა Shake Shack-მა მოსკოვში ყველა რესტორანი დახურა.

რუსეთის ბაზრიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზს კომპანია არ ასაჯაროებს.

Shake Shack 20 წლის წინ ნიუ იორკში დაარსდა და კონკურენტებს შორის ერთერთი საუკეთესო გახდა. 

რუსეთში ამ ქსელის ბურგერები თითქმის ეტალონად ითვლებოდა და მან ბაზარზე 6 წელი იარსება. ამ წლების მანძილზე ბრენდმა მხოლოდ 3 რესტორანი გახსნა, მიზეზად კი ქსელის კონცეფცია დასახელდა, რომელიც ფოკუსირებულია ატმოსფეროსა და პროდუქტის ხარისხზე. 

Wendy’s-ი რუსეთში სულ რაღაც 4 წელი იმუშავა. ის 2010 წელს გაიხსნა, 8 ობიექტს მოიცავდა, 4 წელიწადში კი Wendy’s-მა საქმის წარმოება ამ ქვეყანაში მთლიანად შეწყვიტა.

რამდენიმე წელი იმუშავა რუსეთში ფრანგულმა Quick-მაც, რომელიც McDonald’s -ის კონკურენტადაა მიჩნეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system