თავში

შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა განახლდა

შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა განახლდა
შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა განახლდა

მიმდინარე წლის 30 იანვრიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

შარჯა - თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო);

თბილისი - შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა.რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ ავივის მიმართულებებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system