თავში

შარშან საქართველომ 097.8 ტონა ჩამიჩი იყიდა

შარშან საქართველომ 097.8 ტონა ჩამიჩი იყიდა
შარშან საქართველომ  097.8 ტონა ჩამიჩი იყიდა

გასულ წელს საქართველომ უცხო ქვეყნებიდან 1.823 მლნ დოლარის ღირებულების 1 097.8 ტონა ხმელი ყურძენი, იგივე ჩამიჩი (ქიშმიში) იყიდა, რაც 2019 წელს იმპორტთან შედარებით მცირედით,1 101.1 ტონითადა 1.858 მლნ დოლარითაა შემცირებული.

ჩამიჩის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები 2020 წელს:
1. უზბეკეთი - 857.7 ათასი დოლარი, 527.6 ტონა;
2. ირანი - 744.8 ათასი დოლარი, 468.8 ტონა;
3. თურქეთი - 174.8 ათასი დოლარი, 90.3 ტონა.

2020 წელს წარმოებულია 318.9 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. შარშან ქვეყანამ გაზარდა ყველა ტიპის ხილის წარმოება, გარდა ციტრუსისა

2020 წელს საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი იყიდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია. 

2021 წელს იმპორტირებული 63.4 ტონა ხილის ჩირის ღირებულება 135.0 ათას დოლარს გაუტოლდა. იანვარ-თებერვალში ჩირი საქართველომ ირანიდან 46.1 ათასი დოლარის, უზბეკეთიდან 38.9 ათასი დოლარის, ხოლო თურქეთიდან 33.9 ათასი დოლარი შემოიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system