თავში

შავ ზღვაში 1195 კმ-ის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაივლის

შავ ზღვაში 1195 კმ-ის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაივლის
შავ ზღვაში 1195 კმ-ის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაივლის

ევროპისა და საქართველოს ფიზიკური  კავშირის დასაუმჯობესებლად შავი ზღვის ფსკერზე გაივლის 1195 კმ-ის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე იქნება აღჭურვილი შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რაც ამ პროექტს კომერციულად მიმზიდველს გახდის. 

"ამაზე იყო საუბარი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ამოცანა დგას, რომ მომავალში ჩვენი მწვანე ენერგია ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით მიეწოდებოდეს ევროკავშირს. მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო თანხები და დაგვეხმარება ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში. მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირი ამ პროექტის განხორციელებაშიც მიიღებს მონაწილეობას და ამაში ევროპული კომპანიებიც ჩაერთვებიან“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავას შეფასებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა. 

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანას ენერგეტიკოსები მომავლის პროექტად აფასებენ. ისინი საუბრობენ იმ პოტენციურ სარგებელზე, რაც შეიძლება ამ პროექტისგან საქართველომ მიიღოს. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ამით უფრო თამამად გახდება შესაძლებელი განახლებადი ელექტროენერგიის ექსპლუატაციაში შეყვანა. 

"სერიოზულ სარგებელს მოიტანს ჩვენი სისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის. როგორც აღვნიშნე, უფრო ინტენსიურად და თამამად შევიყვანთ მზისა და ქარის სადგურებს ექსპლუატაციაში, როცა დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 150-200 მგ/ვტ-ზე მეტი არ არის. სექტორი მეტს ვერც აიტანს, რადგან სარეზერვო სისტემა არ მოგვეპოვება. შესაძლოა, ტარიფის შემცირების შეასძლობლობაც გაჩნდეს და დაიწყოს საუბარი ამ კაბელით აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის გატარებაზეც", - აცხადებს გია არაბიძე report.ge-თან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system