თავში

შავ ზღვაში, რუსეთის სანაპიროზე ნავთობმა გაჟონა

შავ ზღვაში, რუსეთის სანაპიროზე ნავთობმა გაჟონა
შავ ზღვაში,  რუსეთის სანაპიროზე ნავთობმა გაჟონა

შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის მახლობლად ნავთობის გაჟონვაა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"ვინაიდან დროულად ვერ მოხერხდა ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის ლოკალიზება, მან  წყალში შეაღწია და განაგრძობს მოძრაობას. ჩვენი შეფასებით  ნავთობით დაბინძურება  დაფიქსირებულია სანაპირო ზონის მახლობლადაც, აბრაუ-დიურსოს სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე. ჩაღვრილი ნავთობი ჩრდილოეთით მიემართება”, - განაცადა რუსეთის ველური ბუნების ფონდის (WWF) ხელმძღვანელმა.

ზღვაში ნავთობის დაღვრის შესახებ პირველადი ინფორმაცია სპეციალისტებმა  7 აგვისტოს მიიღეს, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ავარიის WWF-ის საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა.

WWF-ის  შეფასებით, 100 ტონა ნავთობმა გაჟონა. გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობის ლაქის ფართობი 94 კვადრატულ კილომეტრამდე გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system